logo
ENG



ორბანი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას "არარეალისტურს" უწოდებს

30 აგვ 202320:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/30/iw3ru9f3g0rnwej.jpg
Sean Gallup/Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხზე დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან "შეთანხმება" უნდა დადოს - მისი თქმით, ეს არ უნდა მოიცავდეს ყირიმის დაბრუნებას ან NATO-ში უკრაინის გაწევრიანების თემებს.

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების "ისტორიული შანსი ხელიდან გაშვებულია". მისი თქმით, რუსეთი ყოველდღე უფრო "ძლიერდება", ხოლო უკრაინის NATO-ში გაწევრიანება "ამ მომენტისთვის რეალურ წინადადებას" არ წარმოადგენს.

"დააბრუნეთ ტრამპი, თქვენ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ის ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათწლეული საუკეთესო საგარეო პოლიტიკა მას ეკუთვნის... ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი რუსეთის შეჭრის დროს, ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დასავლური სამყარო გადაარჩინოს", - განაცხადა მან.

ორბანს სჯერა, რომ რუსეთის მოქალაქეები ვლადიმერ პუტინით "არ დაიღლებიან" და მიიჩნევს, რომ ყირიმის უკრაინისთვის "დაბრუნების" ძალიან მცირე შანსი არსებობს.

ორბანის განცხადებებს უკრაინული მხარე გამოეხმაურა - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უკრაინა არ ვაჭრობს არც საკუთარი ტერიტორიებით და არც სუვერენიტეტით. მისი თქმით, ამ საკითხზე არ ივაჭრებს არც მსოფლიო.


close დახურვა